აგენტების შესახებ რუსული კანონმდებლობის დანერგვა საქართველოში მხოლოდ დემოკრატიას არ გაანადგურებს. ქვეყანა დიდ ეკონომიკურ დარტყმასაც მიიღებს. დააფრთხობს ინვესტორებს და შეზღუდავს დასავლეთიდან იმ დაფინანსებასაც, რასაც მესამე სექტორის გარდა ხელისუფლების გავლით სახელმწიფო იღებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.